შპს "ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი"

სკოლის მისია

სკოლის მისიაა მოსწავლეებისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ზოგადი განათლების მიცემა. ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულების მქონე თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების, უსაფრთხო და პოზიტიური გარემოს შექმნა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა. ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელისშეწყობა.

სკოლა მიზნად ისახავს მოსწავლეების მომზადებას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისათვის. სკოლის მიზანია აღზარდოს მაღალი აკადემიური განათლების, ანალიტიკურად მოაზროვნე, მოტივირებული, კანონმორჩილი, ტოლერანტი, მრავალმხრივად განვითარებული პიროვნება, რომელიც შეძლებს როგორც სხვისი, ისე საკუთარი კულტურის წარმოჩენას, მიიღებს დასავლურ სტანდარტებთან მიახლოებულ, ხარისხიან, ქართულ ტრადიციებზე დაფუძნებულ განათლებას, შეიტანს საკუთარ წვლილს საზოგადოების წინსვლასა და საქართველოს მსოფლიო ინტეგრაციაში.

Top