შპს "ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი"

‘’English speaking Club’’ დებულება

ინგლისური ენისა და ლიტერატურის კლუბი

‘’English speaking Club’’

დამტკიცებულია: სკოლა-ლიცეუმისდირექტორის

ბრძანებით N2-212 (24..09.2018წ.)

ქუთაისისშპს„ნიკონიკოლაძისსახელობისსკოლა-ლიცეუმის

ინგლისური ენისადალიტერატურისკათედრასთანარსებულ კლუბ

’English speaking Club’’

დებულება

უხლი 1. დებულებით რეგულირებული ურთიერთობები.

წინამდებარე დებულება განსაზღვრავს ინგლისური ენისა და ლიტერატურის კლუბ ‘’English speaking Club’’-ისძირითად პრინციპებს, საქმიანობის მიმართულებებს, კლუბის ლიდერის, ხელმძღვანელის, წევრის უფლება-მოვალეობებს, ასევე ინგლისური ენისა და ლიტერატურული კლუბის საქმიანობის სფეროსა და შედეგებს.

მუხლი 2. ინგლისური ენისა და ლიტერატურის კლუბ ‘’English speaking Club’’-ის მიზნები დაა მოცანები;

1.მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება და ლიტერატურული გემოვნების დახვეწა.

2. მოსწავლეებშიკითხვისა და აზროვნების, განსჯისა და წვდომის უნარ-ჩვევის გამომუშავება.

3.მოსწავლეების გააქტიურება და მათი მონაწილეობა ინგლისურ/ამერიკული ლიტერატურული სიახლეების და ცხოვრების პროცესში.

4.სკოლაში კრეატიული, შემოქმედებითი გარემოსშექმნა.

5.ლიტერატურის სწავლა-სწავლების ეფექტურობის გაზრდა და ამ მიმართულებით მოსწავლეთა გააქტიურებისათვის ხელშეწყობა.

მუხლი 3. ინგლისური ენისა და ლიტერატურულიკლუბის ფუნქციები:

1.სკოლაში ინგლისურ/ამერიკული ლიტერატურის სწავლა-სწავლებასთან დაკავშირებული აქტივობების ინიცირება და განხორციელება.

2.სხვადასხვა სასკოლო და სკოლის გარეშე ღონისძიების დაგეგმვა და განხორციელებისათვის ხელშეწყობა.

3.მოსწავლეების ჩართვა ლიტერატურულ პროცესებში.

4.მოსწავლეების მიერ სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვა-განხორცელება, შეხვედრების, კონფერენციების, განხილვების ორგანიზება.

5. ლიტერატურის სწავლისა და მასთან დაკავშირებულ პროექტებში მონაწილეობის წახალისება.

მუხლი 4. ინგლისური ენისა და ლიტერატურული კლუბის წევრობა

1. კლუბის წევრიშეიძლება გახდესმოსწავლე, რომელიც გამოთქვამს გაწევრიანების სურვილს, იზიარებს კლუბის მიზნებს, წარმოადგენს საკუთარ ხედვებსა და წინადადებებს კლუბის საქმიანობის ეფექტურად

წარმართვის მიზნით.

2. წევრობა არის ნებაყოფლობითი

3.კლუბის წევრობის მსურველი ვალდებულია წარმოადგინოს საკუთარი ხედვა, მოსაზრება ლიტერატურასთან დაკავშირებულ საკითხზე, მოამზადოს საინტერესო პროექტი, გამოიჩინოს ინიციატივა.

კლუბის წევრი მოვალეა:

ა) დაიცვას კლუბის დებულება და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

ბ) აქტიური მონაწილეობა მიიღოს კლუბის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში და

საკუთარი წვლილი შეიტანოს მის ეფექტურ ფუნქციონირებაში.

მუხლი 5. ლიტერატურულიკლუბის ლიდერი

ლიდერი აირჩევა ფარული კენჭისყრის საფუძველზე, მისი კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს კლუბის ხელმძღვანელსა და წევრებს. ლიდერის

უფლებამოსილება იწყება არჩევის მომენტიდან დაგრძელდება ახალი ლიდერის არჩევამდე.

ლიდერის შერჩევა ხდება ყოველწლიურად, შესაძლებელია კონკურსის საფუძველზეც.

სალონის ლიდერი:

ა) წარმართავსს აქმიანობას

ბ) უძღვება დაგეგმილ ღონისძიებებს, შეხვედრებს

გ) წევრებთან ერთად ქმნის სამუშაო გეგმას

დ) ითვალისწინებს წევრების მოსაზრებებს, წინადადებებს

ე) წევრებთან ერთად გეგმავს და განსაზღვრავს საჭიროებებს

ვ) თანამშრომლობდეს სკოლის ადმინისტრაციასთან, პედაგოგებთან

ზ) უზრუნველყოფდეს სტუმრების მოწვევის, შეხვედრების, ღონისძიებებისა და აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებას.

თ) თითოეული ღონისძიების დაგეგმვის შემდეგ მოამზადოს ანგარიში, დაურთოს ფოტო მასალას და წარუდგინოს კლუბის ხელმძღვანელს .

კლუბს ხელმძღვანელობს ინგლისური ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნათია ხაზარაძე და ამერიკელი მოხალისე როგერ ფერგინსონი. კლუბის წევრები იკრიბებიან კვირაში ერთხელ, წინასწარ შერჩეული თარიღის მიხედვით. კლუბი მუშაობას იწყებს საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ ყოველ ორშაბათს.

გაკვეთილების დაწყება-დამთავრების განრიგი
Top