შპს "ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი"

მათემატიკის მოყვარულთა კლუბ „პითაგორას“ დებულება __ ლალი სალდაძე

მუხლი 1.

მათემატიკის მოყვარულთა კლუბი „პითაგორა“ შეიქმნა ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში დაწყებითი საფეხურის კლასების მოსწავლეთა ბაზაზე. იგი თავის საქმიანობას წარმართავს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შესაბამისად.

მუხლი 2. მათემატიკის მოყვარულთა კლუბი „პითაგორა“-ს მიზნები და მუშაობის მოსალოდნელი შედეგები:

  • ხელი შეუწყოს მოსწავლეებში მათემატიკის პოპულარიზაციას, მათ აკადემიურ წინსვლას, მათემატიკური, ლოგიკური და სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარებას
  • გაზარდოს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება მათემატიკაში
  • მოსწავლეებს საშუალება მისცეს აღმოაჩინონ და განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები
  • ნაკლებად აქტიურ მოსწავლეებს მისცეს საშუალება ახალი ცოდნის მიღებისა და თავისუფალი დროის შინაარსიანად განკარგვისათვის
  • ხელი შეუწყოს მოსწავლეების თანატოლებთან და უფროსებთან დადებით, კონსტრუქციულ ურთიერთობასა და გუნდურ მუშაობას
  • განუვითარდეთ პასუხისმგებლობის გრძნობა და შეძლონ პრიორიტეტების გამოყოფა
  • ხელი შეუწყოს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას, მოამზადოს ისინი პრობლემების გადაჭრისათვის
  • მოსწავლეებს განუვითარდეთ მაღალი თვითშეფასება
  • შეეძლოთ საკუთარი შესაძლებლობების გაანალიზება და სამომავლო მიზნების დასახვა
  • გახდნენ უფრო მოტივირებულნი, ორგანიზებულნი, მიზანდასახულნი და აქტიურად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში.

მუხლი 3. მათემატიკის მოყვარულთა კლუბი „პითაგორა“-ს მუშაობის წესი:

კლუბი მუშაობას იწყებს 2018 წლის ოქტომბრის თვეში.კლუბის მეცადინეობა იმართება კვირაში ერთჯერ, ერთი სამუშაო შეხვედრა გრძელდება 2 აკადემიური საათი. საკლუბო მუშაობა კი გრძელდება სასწავლო წლის დასასრულამდე.

  • კლუბის მეცადინეობაზე ხდება სახალისო, ლოგიკური, საინტერესო ამოცანების ამოხსნა ინდივიდუალურად და ჯგუფურად.
  • ერთობლივად შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებების , კვირეულის დაგეგმვა, სასწავლო პროექტები და მათი განხორციელება.
  •  ოლიმპიადისთვის მზადება.

კლუბის სამუშაო პერიოდი

ა) კლუბის სამუშაო პერიოდი ემთხვევა სასწავლო სემესტრებს

ბ) კლუბი მუშაობას იწყებს საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ, საჭიროებისამებრ იკრიბება შაბათ-კვირას.

მუხლი 4.კლუბის ფუნქციონირების ძირითადი პრინციპები:

  • კლუბის მიერ შემუშავებული წესის დაცვა
  • კლუბში გაერთიანებული მოსწავლეების თანასწორუფლებიანობა
  • ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა
  • ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და შეუზღუდველობა

მუხლი 5.კლუბში გაწევრიანების უფლება:

კლუბში გაწევრიანება ნებაყოფლობითია და მისი წევრი შეიძლება გახდეს ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის V-VI კლასების ყველა მსურველი მოსწავლე, რომელიც გამოირჩევა მათემატიკის სიყვარულით და ინტერესდება მათემატიკის უკეთ შესწავლით.

მოსწავლეთა მიღება კლუბში ხდება შესაბამისი განაცხადის წარდგენისა და კლუბის კურატორთან გასაუბრების საფუძველზე. განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მოსწავლისათვის. წინამდებარე წესდება ცნობილი იქნება მოსწავლეთთათვის კლუბის შემადგენლობის დადგენამდე.

კლუბს ხელმძღვანელობს მათემატიკის პედაგოგი, რომელიც გამოხატავს ინიციატივას, მზადყოფნას საკლუბო მუშაობის წარმართვისა და წარმოადგენს განაცხადსა და სამოქმედო გეგმას.ხელმძღვანელი მიმართულებას აძლევს და წარმართავს საკლუბო მუშაობას.

ზრუნავს კლუბის საქმიანობისა და ეფექტური მუშაობისათვის.

მუხლი 6.მოსწავლეთა წახალისებისა და დასჯის მექანიზმები:

მოსწავლე კლუბში აქტიური და წარმატებული მუშაობისთვის მიიღებს:

  • სიგელს შესაბამისი აქტივობისთვის
  • მადლობის წერილს მშობელთან
  • განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლებელია მოსწავლე დაჯილდოვდეს ფასიანი საჩუქრით
  • მოსწავლე სამუშაო შეხვედრის 5-ჯერ არასაპატიოდ გაცდენისას ამოირიცხება კლუბიდან
  • ასევე 10-ჯერ დაგვიანების შემთხვევაში ამოირიცხება კლუბიდან.

მოსწავლეთა მხრიდან წესდების დარღვევის შემთხვევები:

  • მოსწავლე სამუშაო შეხვედრის 5-ჯერ არასაპატიოდ გაცდენისას ამოირიცხება კლუბიდან ასევე 10-ჯერ დაგვიანების შემთხვევაში ამოირიცხება კლუბიდან.
გაკვეთილების დაწყება-დამთავრების განრიგი
Top