შპს "ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი"

დირექტორის მისალმება

ჩემო ძვირფასებო!

მიხარია, რომ ისევ ერთად ვართ, რაოდენობრივად კიდევ უფრო გაზრდილი, ვხედავ ახალ სახეებს.

ვისურვებდი, რომ ეს სასწავლო წელი ყოფილიყოს გამორჩეულად საინტერესო, მრავალფეროვანი და წარმატებული.

ყოველი სასწავლი წლის დაწყება 18 წლის განმავლობაში ემოციურად დატვირთული იყო. დღეს კიდევ უფრო უსაზღვროა ჩემი ემოცია. უდიდესი პატივი მხვდა წილად, რომ სხვა ამპლუაში წარვდგე თქვენ წინაშე, სათავეში ჩავუდგე სკოლა-ლიცეუმს, ვიყო თქვენი გულშემატკივარი, საშუალება მივცე პედაგოგებს გამოიყენონ თავიანთი ინტელექტუალური რესურსი. მოსწავლეებს შევუქმნა ჯანსაღი გარემო, სადაც ისინი ლაღად იგრძნობენ თავს, წარმოაჩენენ ნიჭს, უნარს, შესაძლებლობებს.

გჯეროდეთ, რომ მაქსიმალურად გამოვიყენებ ჩემს ცოდნას, გამოცდილებას, ძალისხმევას, რათა ყველამ ვიამაყოთ სკოლით, რომელიც ღირსეულად ატარებს დიდი მოაზროვნის, სასიქადულო ქართველი მამულიშვილის ნიკო ნიკოლაძის სახელს.

ლალი სალდაძე

Top