შპს "ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი"

მკითხველთა კლუბის განაცხადი და შესაბამისი ატრიბუტიკა

კლუბის სახელწოდება : ,,ასფურცელა“

კლუბის სლოგანი: ,,წიგნი ცული უნდა იყოს ჩვებში გაყინული ზღვის დასამსხვრევად“ /ფრანც კაფკა/

კლუბის ემბლემა:

ნ. ნიკოლაძის სახელობის სკოლა– ლიცეუმში 2018-19 სასწავლო წელს ფუნქციონირებას იწყებს ნორჩ მკითხველთა კლუბი ,,ასფურცელა“_ მე–3– მე–4 კლასელი მოსწავლეებისათვის. კლუბი იმუშავებს კვირაში ერთხელ, დაეთმობა ერთი საგაკვეთილო საათი.

კლუბში ბავშვები სიამოვნებით მოისმენენ და წაიკითხავენ სხვადასხვა ტიპის ქართულ და მსოფლიო ლიტერატურას და ხალისით შეასრულებენ სასწავლო, ინტერაქტიურ აქტივობებს,რომლებიც ხელს შეუწყობს გააზრებული კითხვის უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და თვალსაწიერის გაფართოებას, მოსწავლის მკითხველად ჩამოყალიბებას .კლუბში შედგენილია სპეციალური პროგრამა ბავშვის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით.

მსურველებმა დაგვიკავშირდით, შეავსეთ შესაბამისი განაცხადის ფორმა.

გელოდებით ბევრი სიახლით.ვიმედოვნებთ, ერთად საინტერესო და თავგადასავლებით სავსე წელს გავატარებთ.

კლუბის კურატორი მასწავლებელი: ნინო ელიაშვილი

გაკვეთილების დაწყება-დამთავრების განრიგი
Top