შპს "ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი"

2022-2023 სასწავლო წლის სამუშაო კალენდარი

სკოლაში სამუშაო პირობები და სასწავლო დღის განრიგი სკოლა ზოგადსაგანმანათლებლო პროცესს ახორციელებს დაწყებით I–VI, საბაზო VII-IX, საშუალო საფეხურის X-XII კლასებში. სასწავლო წელი ითვალისწინებს ორ (2) სემესტრს. სასწავლო კვირა 5-დღიანია, საჭიროების შემთხვევაში (კერძოდ საათობრივი ბადის გადატვირთვისა ან/და საათების დანაკლისის შესავსებად) 6-დღიანი სწავლებაც. სკოლაში ფუნქციონირებს საშაბათო სკოლა, სადაც მიმდინარეობს დამატებითი მეცადინეობები სტანდარტით გათვალისწინებული შედეგის მისაღწევად, სხვადასხვა საერთაშორისო თუ ეროვნული ოლიმპიადისათვის. სასწავლო წელს 2 სემესტრად ჰყოფს ზამთრის არდადეგები.

  • 15.09.2022 წ. I სემესტრის დასაწყისი
  • 23.11.2022 წ. გიორგობა უქმე 
  • 14.10.2022 წ. მცხეთობა უქმე 
  • 29.12. 2022 წ. I სემესტრის დასასრული 
  • 30.12.2022-14.01.2023 წწ. ზამთრის არდადეგები
  • 15.01. 2023 წ. II სემესტრის დასაწყისი
  • 06.03.2023-12.03.2023 წწ. საგაზაფხულო არდადეგები
  • 09.04.2023წ. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის დღე უქმე 
  • 14.04.2023- 17.04.2023 წწ. სააღდგომო არდადეგები
  • 09.05.2023 წ. ფაშიზმზე გამარჯვების დღე უქმე 
  • 19.05.2023 წ. XII კლასელთათვის სასწავლო წლის დასასრული
  • 12.05.2023 წ. ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე უქმე
  • 26.05.2023 წ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე უქმე 
  • 25.05.2023 წ. პირველკლასელთათვის სასწავლო წლის დასასრული
  • 15.06.2023 წ. სასწავლო წლის დასასრული

2022-2023 სასწავლო წლის ხანგრძლივობა

სასწავლო წელი იწყება 15 სექტემბერს და სრულდება 15 ივნისს. I სემესტრის ბოლოს - ზამთრის არდადეგები დაიწყება 2022 წლის 30 დეკემბრიდან და გაგრძელდება 2023 წლის 14 იანვრის ჩათვლით.

II სემესტრის განმავლობაში: საგაზაფხულო არდადეგები იწყება 6 მარტს და მთავრდება 14 მარტს. 

სააღდგომო არდადეგები იწყება 14 აპრილს და მთავრდება 17 აპრილს. 

I კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი დასრულდება 2023 წლის 25 მაისს. 

XII კლასელთათვის - 19 მაისს, II-XI კლასის მოსწავლეებისათვის 2023 წლის 15 ივნისს.

სასწავლო დღეების ხანგრძლივობა I კლასში მოიცავს-164 სასწავლო დღეს (I სემესტრი-75 დღეს, II სემესტრი-89 დღე). XII კლასში-156 სასწავლო დღეს (I სემესტრი-75 დღე, II სემესტრი - 82 დღე), I და XII კლასებისთვის სასწავლო კვირების ხანგრძლივობა არ არის 33 კვირაზე ნაკლები. II-XI კლასებში -175 სასწავლო დღეს (I სემესტრი-75 დღე, II სემესტრი - 102 დღე). ერთი აკადემიური წლის მანძილზე II-XI კლასებისთვის სასწავლო კვირების ხანგრძლივობა არ არის 34 კვირაზე ნაკლები. 

სკოლა მუშაობას იწყებს დილის 9:00 საათზე. ტექნიკური პერსონალი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პედაგოგები ვალდებულნი არიან პირველი გაკვეთილის დაწყებამდე 15 წუთით ადრე გამოცხადდნენ სკოლაში. ყველა დამრიგებელი ვალდებულია ზარის დარეკვამდე იმყოფებოდეს სადამრიგებლო კლასში. დაგვიანება ჩაითვლება დისციპლინურ გადაცდომად. გაკვეთილების ხანგრძლივობა პირველ კლასებში განისაზღვრება 35 წუთით,მეორე კლასში 40 წუთით, ხოლო სხვა დანარჩენი კლასებისათვის 45 წუთით, დასვენება – 5/10 წუთით, დიდი დასვენება –20 წუთით.

არდადეგები:

  • ზამთრის არდადეგები - 30.12.2022 -14.01.2023 წწ;. 
  • საგაზაფხულო არდადეგები - 06.03.2023 - 12.03.2023 წწ.; 
  • სააღდგომო არდადეგები -14.04.2023 - 17.04.2023 წწ.


დასვენების დღეები: 

  • 14.10.2022 -მცხეთობა 
  • 23.11.2022 - გიორგობა;  
  • 09.04.2023 - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის და სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნის დღე; 
  • 09.05.2023 - ფაშიზმზე გამარჯვების დღე; 
  • 11.05.2023 ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე; 
  • 26.05.2023 საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;
Top