შპს "ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი"

"სიკეთის ფერთა ვერნისაჟი"

2017 წლის 28 დეკემბერს, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში ჩატარდა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა "სიკეთის ფერთა ვერნისაჟი", რომლის სულისჩამდგმელები იყვნენ სპორტისა და ესთეტიკის კათედრის ხელმძღვანელი ქეთევან ბიბილეიშვილი და პედაგოგი ესმა კუტივაძე. აქცია მიზნად ისახავდა მრავალშვილიან ოჯახზე მზრუნველობას. ღონისძიებაზე მოწვეული იყო რვა შვილის დედა ქ-ნი ნათია დიაკონიძე. 

გამოფენა-გაყიდვაში აქტიურად ჩაერთვნენ მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები, რისთვისაც დირექცია მადლობას უხდის მათ. აქციას ესწრებოდნენ სტუმრები ქ.ქუთაისის მერიიდან, საკრებულოდან, გუბერნიიდან, ბავშვთა სამხატვრო გალერეადან. ქ. ქუთაისის მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის წარმომადგენელმა მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად გადასცა წიგნების კომპლექტი. სკოლის დირექციამ კი საჩუქრები, საახალწლო ტკბილეული და აქციაზე შემოსული თანხა.

გაკვეთილების დაწყება-დამთავრების განრიგი
Top