შპს "ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი"

იმიტირებული ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები

პროგრამა Under 18 (U18)-ის ფარგლებში ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში, საარჩევნო უბანი N6 13.10.2017., ჩატარდა ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების იმიტირება, რომელიც დაიგეგმა და განხორციელდა მოსწავლეების აქტიურობით.

პროგრამა მიმართულია აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციის ფორმირებისაკენ ბავშვებსა და ახალგაზრდებში, რომელთაც ჯერ არა აქვთ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება. პროგრამა აძლევს მათ შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღონ იმიტირებულ საარჩევნო პროცესში. 

U18 ის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდებს გაითავისონ დემოკრატიის მექანიზმები და კონკრეტული პოლიტიკური სიტუაცია, ყურადღებით შეაფასონ საარჩევნო სუბიექტების დაპირებები, დაინახონ განსხვავებები პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამებში; შედეგად ბავშვები და ახალგაზრდები შეძლებენ წარმოაჩინონ დ აფორმულირება გაუკეთონ საკუთარ ინტერესებს, დამოუკიდებლად მოიძიონ პასუხები არჩევნებთან დაკავშირებულ კითხვებზე და მომავალში აქტიურად იქონიონ გავლენა შექმნილ გარემო ვითარებაზე.

არჩევნების იმიტირებამ ყველა წესის დაცვით ჩაიარა, ინიცირების მიზანი იყო მოსწავლეებს ავუმაღლოთ ცოდნა როგორც არჩევნებში აქტიური მონაწილეობის კუთხით ასევე არჩევნებში მონაწილე სუბიექტების პროგრამების გაცნობის მიზნით. არჩევნების ინიცირებამ ყველა დემოკრატიული პრინციპის გავლით ჩაიარა.

გაკვეთილების დაწყება-დამთავრების განრიგი
Top