შპს "ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი"

LCC International University მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტის სტუმრობა

26 ოქტომბერს ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმს ესტუმრა ქალბატონი აისტე მოტეკაიტიენე ლიტვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (LCC International University) მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი. ქალბატონი აისტე შეხვდა X, XI და XII კლასის მოსწავლეებს, მიაწოდა ინფორმაცია უნივერსიტეტში ჩაბარების პირობებისა და გრანტების მოპოვების შესახებ. უფროსკლასელებმა სტუმარს შეკითხვები დაუსვეს და მიიღეს ამომწურავი პასუხები ჩარიცხვასთან დაკავშირებული პროცედურების გავლის შესახებ. ქალბატონმა აისტემ გამოთქვა სკოლა-ლიცეუმთან თანამშრომლობის სურვილი.

გაკვეთილების დაწყება-დამთავრების განრიგი
Top