შპს "ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი"

კიდევ ერთი შემოქმედებითი წარმატება!

ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღე სსსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ პროექტში „ახალგაზრდა ხელოვანი“ __ კონკურსი დამწყები პროზაიკოსებისა და მხატვრებისათვის. კონკურსის მიზანი იყო ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა. მოზარდების ხელით შეიქმნება წიგნი, რომელიც უსინათლო და მცირემხედველიანი თანატოლებისათვის იქნება განკუთვნული. შესარჩევ ტურში გაიმარჯვა ორმა მოსწავლემ: ალექსანდრე კანდელაკმა XII კლ._პროზა (პედაგოგი ქეთი ყურაშვილი) და ლუკა გოგიტიძემ X კლ. __ მხატვრობა (პედაგოგი (ქეთი ბიბილეიშვილი). ალექსანდრე უამრავი კონკურსანტიდან 24 ფინალისტს შორის მოხვდა, ხოლო ლუკა, რომელმაც 4 ნამუშევარი წარადგინა, 12 კონკურსანტში შეირჩა. შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულმა მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ფინალურტურში, რომელიც ერთსადაიმავე დროსა და სივრცეში გაიმართა 18-21 ოქტომბერს დაბა ბორჯომ-ბაკურიანის ტეროტორიაზე. ალექსანდრე კანდელაკმა და ლუკა გოგიტაძემ ფინალურტურშიც წარმატებას მიაღწიეს. ლუკას ნამუშევარი წიგნსა და კალენდარს დაამშვენებს, ალექსანდრეს ნოველაკი „ადოლდ, ადოლფ“, რომელიც კაფკას „მეტამორფოზას“ მიხედვით შეიქმნა, 24 ნააზრევს შორის გამოარჩიეს და 11 საუკეთესო მოთხრობასთან ერთად გამოქვეყნდება. ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემოქმედებით წარმატებებს.

გაკვეთილების განრიგი
Top