შპს "ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი"

ვულოცავთ გრანპრის!

2018 წლის 4 ივლისს ქალაქ ბათუმში ჩატარდა მე-8 საერთაშორისო სახელოვნებო ფესტივალი "ოქროს ვარსკვლავი", რომელშიც მონაწილეობდა საქართველოს, რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მუსიკალური ჯგუფები, ქორეოგრაფიული ანსამბლები, სოლო შემსრულებლები. ქალაქ ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმთან არსებულმა საესტრადო ბენდმა "ინსპირაციამ" ჟიურის განსაკუთრებული მოწონება და გრანპრი დაიმსახურა. ვულოცავთ ბენდის წევრებს, მათს ხელმძღვანელს, საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალის ლაურეატს, ბატონ დავით ჯანელიძეს, ამ აღიარებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!

გაკვეთილების განრიგი
Top