შპს "ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი"

"საძირკვლად აზრი ჩააგდე, ზედ დასდგი გრძნობის ტაძარი"

ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა- ლიცეუმის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ( ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მადონა გოქაძე, დირექტორის მოადგილე ნათია ჟღენტი , პედაგოგები ბელა ყურაშვილი და ქეთი ბიბილეიშვილი) 2018 წლის 12 ივნისს მოაწყვეს ექსკურსია საგურამოში, სადაც დაათვალიერეს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი; მოისმინეს მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. ადგილზე ჩაატარეს ღონისძიება -,,საძირკვლად აზრი ჩააგდე, ზედ დასდგი გრძნობის ტაძარი". წაიკითხეს ილია ჭავჭავაძის ლექსები, გაითამაშეს როლები მოთხრობიდან ,,კაცია ადამიანი?!". შეასრულეს ქართული ცეკვები და სიმღერები.

ღონისძიებას ესწრებოდა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის გიდი, მეცნიერ მუშაკი მაია გოგიძე, რომელმაც მადლობა გადაუხადა სკოლას, მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებს წარმატებით ჩატარებული ღონისძიებისათვის.

გაკვეთილების დაწყება-დამთავრების განრიგი
Top