შპს "ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი"

პროექტი „სხვა თვალით“

ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში გრძელდება პროექტი, „სხვა თვალით“, რომელიც ითვალისწინებს უშუალო გარემოში გულახდილ, თავისუფალ საუბრებს სკოლის დირექტორთან. 

მიმდინარე წლის თებერვალში გაიმართა შეხვედრები, რომლებშიც მონაწილეობდნენ VI ა და VI ბ კლასის მოსწავლეები (დამრიგებლები: ქეთევან ბიბილეიშვილი, ლელა ლელაძე). დაისვა მრავალი საინტერესო შეკითხვა სხვადასხვა თემის ირგვლივ, რომელზეც ასევე ამომწურავი და გულისხმიერი პასუხები გაიცა. სკოლის დირექტორი მოსწავლეებს ჩაით გაუმასპინძლდა.

შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა საკუთარი სურვილები სიმბოლურ ფერად პეპლებზე გადაიტანეს და „სურვილების წიგნი“ აზრებით აამეტყველეს. მათ მადლიერება გამოხატეს სკოლის დირექტორის, ქალბატონი ლალი სალდაძის, მიმართ ამ საინტერესო და დროული შეხვედრის ორგანიზებისათვის.

გაკვეთილების დაწყება-დამთავრების განრიგი
Top