შპს "ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი"

„წელს, ამ გაზაფხულზე“

2018 წლის 7 მარტს ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში ჩატარდა ქალთა დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება: „წელს, ამ გაზაფხულზე“, რომელშიც მონაწილეობდნენ დაწყებითი კლასებისა და ლიცეუმის მოსწავლეები. 

ღონისძიებაზე სკოლამ უმასპინძლა საპატიო სტუმრებს: ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორ მარინე მარჯანიშვილს, ააიპ „ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების“ დირექტორის მოადგილე ქეთევან ძოწენიძეს და ქუთაისის ბაღების ხელმძღვანელებს.
საღამოს ასევე ესწრებოდნენ სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები.
ღონისძიების დასასრულს სტუმრებს სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ლალი სალდაძემ და მიულოცა მათ გაზაფხულის ლამაზი დღესასწაული.

გაკვეთილების დაწყება-დამთავრების განრიგი
Top