შპს "ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი"

თამარ ნოზაძის ნახატი ლუქსემბურგის სასახლეში გამოიფინება

საერთაშორისო ორგანიზაცია “Club De Chance” უკვე მეოთხე წელია ორგანიზებას უკეთებს საერთაშორისო პროექტს „დამიხატე მშვიდობა“ __“Drew me Piece”, რომელშიც მონაწილეობას იღებენ 4-დან 16 წლამდე ბავშვები მთელი მსოფლიოდან. ყოველწლიურად 3 000-მდე ბავშვი აგზავნის თავის ნახატს __მათი თვალით დანახულ მშვიდობას.

პარიზში გადაგზავნილი ნამუშევრებიდან ჟიური არჩევს 50 საუკეთესოს მსოფლიოს მასშტაბით.
2018 წელს ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად არჩეულია თამარ ნოზაძის ნახატი ქუთაისიდან, რომლის სახელწოდებაა „World Without War” და ის მიწვეულა პარიზში, ლუქსემბურგის სასახლეში.
ვულოცავთ თაკოს და მის პედაგოგ ქეთევან ბიბილეიშვილს ამ დიდ მიღწევას. გვეამაყება ის წარმატება, რაც თქვენ საქართველოს მოუტანეთ.

გაკვეთილების დაწყება-დამთავრების განრიგი
Top