შპს "ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი"

კლუბის "ჩვენი ხმა" ატრიბუტიკა

კლუბის სახელწოდება: ,,ჩვენი ხმა“

კლუბის სლოგანი: ,,იყავი სინათლის სიჩქარეზე უფრო სწრაფი“

ნორჩ ჟურნალისტთა კლუბი ,,ჩვენი ხმა“ შეიქმნა ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრასთან.კლუბში გაწევრიანება ნებაყოფლობითია.კლუბის წევრი შეიძლება გახდეს საბაზო და საშუალო საფეხურის ყველა მსურველი მოსწავლე.

კლუბის მიზანია სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება; მოსწავლეთა სასკოლო აქტივობებში ჩართვა; კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის, შემოქმედებითი უნარების განვითარება.

კლუბი ფუნქციონირებას იწყებს 2018 წლის ოქტომბრიდან.წევრები შეიკრიბებიან თვეში ორჯერ.კლუბის მუშაობა გაგრძელდება სასწავლო წლის დასრულებამდე.

კლუბის კურატორი: ნესტან სვიანაძე-ლევიძე

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

გაკვეთილების განრიგი
Top