შპს "ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი"

​ნორჩ ჟურნალისტთა კლუბი ,,ჩვენი ხმა“ დებულება

კლუბის წესდება:

1.ზოგადი დებულებები:

1.1. ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში არსებული ნორჩ ჟურნალისტთა კლუბი,,ჩვენი ხმა“დაფუძნებულია სკოლის ფარგლებში;

1.2. კლუბი დაფუძნებულია განუსაზღვრელი ვადით;

1.3. კლუბს აქვს სახელწოდება,ლოგო,აგრეთვე შეიძლება ჰქონდეს სხვა რეკვიზიტები;

1.4. კლუბის იურიდიული მისამართია:ქ.ქუთაისი.ირ.აბაშიძის ქ.#22ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი;

2.კლუბის მიზნები და ამოცანები:

2.1. სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება;

2.2. მოსწავლეთა სასკოლო აქტივობებში ჩართვა;

2.3. მოსწავლეთა თვითრეალიზაციის ხელშეწყობა;

2.4.კომუნიკაციის,გუნდური მუშაობის,შემოქმედებითი უნარების განვითარება.

3.კლუბში გაწევრიანება და წევრობის შეწყვეტა:

3.1. კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;

3.2. კლუბის წევრი შეიძლება გახდეს ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ყველა მოსწავლე,რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს;

3.3. კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბის კურატორს წერილობით ამ წესდების დანართი #1-ით დამტკიცებული ფორმით;
3.4. გადაწყვეტილება კლუბში გაწევრიანებაზე მიიღება კლუბის კურატორის მიერ;

3.5.კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში,დაიცვას წესდების მოთხოვნები,შეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;

3.6.კლუბის წევრს ეკრძალება იმოქმედოს ორგანიზაციის სახელით კურატორთან შეთანხმების გარეშე;

3.7. კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ)კლუბის წევრთა ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით,როდესაც მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს და უხეშად აღღვევდა წესდების დებულებებს;

გ)მოსწავლის ამორიცხვის,გარიცხვის,სტატუსის შეჩერების შედეგად.

4.კლუბის მართვა და გადაწყვეტილების მიღების წესი:

4.1. კლუბი შედგება კლუბის წევრებისგან,რომელთა რაოდენობა არ აღემატება 20-ს;

4.2. კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია ხმათა უმრავლესობით დაამტკიცოს სამოქმედო გეგმა,კლუბის წესდება აირჩიოს კლუბის ლიდერი;

4.3. კლუბის ლიდერი აირჩევა 1 სასწავლო წლის ვადით;

4.4 ერთი და იგივე კანდიდატი კლუბის ლიდერად შეიძლება აირჩიონ 2 ვადით;

4.5. კლუბს შიძლება ჰყავდეს კურატორი (მასწავლებელი),რომელიც უფლებამოსილია უხელმძღვანელოს კლუბის საქმიანობას,ერთპიროვნულად წარადგინოს კლუბი მესამე პირებთან,

უხელმძღვანელოს კლუბის მიერ განსახორციელებელი პროექტებისა და პროგრამების შესმუშავებასა და რეალიზაციას,განაგოს კლუბის ქონება.

5.კლუბის მუშაობა:

5.1. კლუბი იკრიბება საჭიროებიდან გამომდინარე;

5.2. კლუბი მუშაობს წინასწარ შემუშავებული სამოქმედო გეგმით;

5.3. კლუბის შეკრებები ფორმდება ოქმით;

5.4.კლუბის კურატორი ინტერნეტსივრცეში ქმნის facebook-ის გვერდს,სადაც განთავსდება ინფორმაცია:კლუბის სახელწოდება,კლუბის წესდება,სამოქმედო გეგმა და ფოტომასალა კლუბის საქმიანობის შესახებ;

6.კლუბის საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლები.

კლუბი საქმიანობას წყვეტს:

ა) საერთო კრების გადაწყვეტილებით;

7.დასკვნითი დებულება:

7.1.წინამდებარე წესდება ძალაში შედის კლუბის ამოქმედებისთანავე;

7.2. ამ წესდებაში ცვლილებების შეტანა შეიძლება მხოლოდ საერთო კრების გადაწყვეტილებით.

კურატორი:

ქართული ენისა დალიტერატურის მასწავლებელი

ნესტან სვიანაძე-ლევიძე

გაკვეთილების განრიგი
Top