შპს "ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი"

ჭადრაკის წრე __ „კაისა“

 2018 -19 სასწავლო წელიI-II სემესტრი

ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სკოლა-ლიცეუმში ფუნქციონირებს ჭადრაკის წრე „კაისა“.

I, II, III და IV კლასელებისათვის.

საწრეო მუშაობა მიმდინარეობს კვირაში ერთხელ 1 სთ.

წრის მუშაობის მიზანია მოსწავლეებში მაღალ დონეზე მოხდეს ფიქრის კონცენტრირების ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარების გაუმჯობესება,რომელიც პოზიციების სიღრმისეულ წვდომით ყალიბდება.შეუპოვრობა, უნარი, რომელიც ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვაში და ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვაში დაგვჭირდება, ჭადრაკში თამაშისას ეს უნარი გამომუშავდება, მაშინ, როცა ჩვენთვის არასასურველ პოზიციას მივიღებთ, მაგრამ სულიერად არ დავეცემით და იმედი გვექნება ხელსაყრელი ცვლილებებისა და შეუპოვრად გავაგრძელოთ ახალი შესაძლებლობების ძებნა.

ჭადრაკი გამოგვიმუშავებს უნარს, საკმაო ფიქრის შემდეგ ვიპოვოთ ერთი შეხედვით გადაულახავი, სიძნელეებისაგან თავის დაღწევის გზები და გავაგრძელოთ ბოლომდე ბრძოლა, იმ იმედით, რომ მოვიგოთ.

ჭადრაკის წრის „კაიასა“-ს მოსწავლეების მონაწილეობას მიიღებენ საქალაქო და რეგიონალურ ტურნირებში,შესაბამისი დონეების მიხედვით. და საწადრაკო თანრიგების მინიჭება-ამაღლება.

წრის ხელმძღვანელი : ირინე ქლიბაძე

მიზნები და ამოცანები

ჭადრაკის მნიშვნელობა მოზარდი თაობის აღზრდაში საყოველთაოდ აღიარებულია. დღეისათვის აღარავინ კამათობს, თუ რა არის ჭადრაკი-მეცნიერება, ხელოვნება თუ სპორტი, რა თქმა უნდა, მასში უხვად არის წარმოდგენილი მეცნიერების და ხელოვნერბის ელემენტები. ჭადრაკი არის თანმიმდევრული ლოგიკური აზროვნების შესანიშნავი სკოლა, ის ეხმარება მეხსიერების განვითარებას, ამიტომ სასურველია მისი სწავლება დაწყებით კლასებში.ჭადრაკის სპორტულმა მხარემ ძირითადად განსაზღვრა მისი როლი და ადგილი საზოგადოებაში.

ჭადრაკის სოციალურ-პედაგოგიური ფუნქციის სრული თეორიული ანალიზი არ არსებობს, თუმცა ცნობილია რამდენიმე ექსპერიმენტის და გამოკვლების შედეგი. მაგ:ჰარვარდის უნივერსიტეტის გამოკვლევებმა აჩვენა, რომ იმ სკოლის მოსწავლეთა განვითარების საშუალო დონე, სადაც ჭადრაკს ასწავლიან, ამაღლდა. გაცილებით გაუმჯობესდდა შედეგები არა მარტო მათემატიკაში, არამედ სხვა საგნებშიც. ბავშვები ეჩვევიან დამოუკიდებელ აზროვნებას. მათში ჩამოყალიბდა პასუხისმგებლობის გრძნობა. ბავშვები აცნობიერებენ, რომ მათ მიერ მოფიქრებულ ყოველ სვლას დიდი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. აქედან გამომდინარე გასაგებია ჭადრაკის როლი მოზარდის პიროვნებად ჩამოყალიბების საქმეში.

ცნობილია აგრეთვე იმ გამოკვლევის შედეგები, რომლიდანაც ირკვევა, რომ ჭადრაკით დაინტერესებულ მოსწავლეთა შორის მინიმუმამდეა დაყვანილი ნარკოტიკებისადმი მიდრეკილება. ცნობილი ფაქტია: როდესაც ინგლისში განიხილებოდა მოზარდთა შორის ნარკომანიის გავრცელების საკითხი და ეძებდნენ ამ მოვლენის წინააღმდეგ ბრძოლის გზებს, გადაწყვითეს ბევრი საჭადრაკო სკოლების და წრეების გახსნა. რა თქმა უნდა, მხედველობაში იქნა მიღებული სხვადასხვა გამოკვლევის შედეგები. ჭადრაკით დაინტერესება თავიდანვე აღკვეთს მოზაედში ნარკოტიკებზე ფიქრსაც კი. ჭადრაკისათვის ასეთი მნიშვნელოვანი სოციალური ფუნქციის დაკისრებამ სერიოზულად აამაღლა მისი პრესტიჟი.

ბუნებრივია, ისეთი მდიდარი საჭადრაკო ტრადიციების მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სპორტული მიმართულება დღეისთვისაც პრიორიტეტულია.

ჭადრაკი ულამაზესი თამაშია, ამ სილამაზის შეგრძნებას და აღქმას მოჭადრაკის გარკვეულ დონემდე მომზადება სჭირდება.


I კლასი

სახელმძღვანელოს ავტორი: .არსენიძე

გამომცემლობა: მბმ-პოლიგრაფი

36 საათი








სახელმძღვანელოს ავტორი: დავით გურგენიძე, გიორგი მაჭარაშვილი Iკლასი

გამომცემლობა: „საქართველოს მაცნე“

36 საათი


პროგრამის სწავლების წლიური შედეგი:

..II.1. მოსწავლეს აქვს უნარი საჭადრაკო დაფაზე სწორად განალაგოს მსუბუქი ფიგურები.

..II.2. მოსწავლე იწყებს პარტიას სწორი გეგმით, იცის საუკეთესო პოზიცია ფიგურებისთვის.

..II.3. მოსწავლეს შეუძლია საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობის მიღება IV თანრიგზე.

თემა და მასში შემავალი საკითხები სთ. რაოდენობა თემის ბოლოს მისაღწევი შედეგები რესურსები
1. დებიუტი 3 სთ მოსწავლეს აქვს უნარი საჭადრაკო დაფაზე სწორად განალაგოს მსუბუქი ფიგურები. საჭადრაკო დაფა ,კომპიუტერი
2. ტაქტიკური ხერხების გაცნობა : ორმაგი ქიში,გახსნილი ქიში,ორმაგი მუქარა 3 სთ მოსწავლეს აქვს უნარი ხაზობრივი აზროვნების,ფიგურების სწორი გეგმით განლაგების საჭადრაკო დაფა,სადემონსრაციო დაფა
3. მაგალითები ფიგურათა მოგებაზე 5 სთ მოსწავლეს აქვს უნარი გამოიყენოს ნასწავლი ტაქტიკური ხერხები,დააკავშიროს ერთმანეთთან ფიგურები საჭადრაკო დაფა,კომპიუტერი
4. შამათისაგან თავის დაცვა 4 სთ ლოგიკური აზროვნების უნარი საჭადრაკო დაფა
5. ხარისხის მოგება 2 სთ ტაქტიკური ხერხების გამოყენება საჭადრაკო დაფა
6. საჭადრაკო პარტიის განხილვა 2 სთ მოსწავლეს აქვს უნარი სწორად განალაგოს ფიგურები დებიუტში საჭადრაკო დაფა
7. სადებიუტო პრინციპების გაცნობა-ანალიზი 4 სთ მოსწავლე იყენებს დამწყები მოჭადრაკის რჩევებს საჭადრაკო დაფა,კომპიუტერი
8. შეცდომები დებიუტებში 4 სთ ანალიზის გაკეთება მოსწავლის მიერ საჭადრაკო დაფა,კომპიუტერი
9. სამაგალითო პარტიების გარჩებვა 2სთ ანალიზის გაკეთება მოსწავლის მიერ საჭადრაკო დაფა,კომპიუტერი
10. მარტივი ენდშპილის ელემენტების გაცნობა 2სთ მოსწავლეს აქვს ხაზობრივი აზროვნების უნარი საჭადრაკო დაფა,კომპიუტერი
11. პრაქტიკული მუშაობები 4 სთ ნასწავლის გამოყენება საჭადრაკო დაფა

IIIკლასი

სახელმძღვანელოს ავტორი: დ.გურგენიძე, გ.მაჭარაშვილი „ჭადრაკი“ I -IIდონე

გამომცემლობა: საქართველოს მაცნე

36 საათი

..IV.1 მოსწავლესა ქვს უნარი საჭადრაკო დაფაზე იაზროვნოს სწორად, პარტიის დებიუტში, მიტეშპილსა და ენდშპილის როგორც მარტივ ასევ რთულ სახეებში.

..IV.2. მოსწავლეს შეუძლია 2 სვლიანია მოცანებისა და ეტიუდების ამოხსნასა შამათოთემატიკით.

..IV.3. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის ღება საკვალიფიკაციო ტურნირებში IV-III თანრიგზე.

თემა და მასში შემავალი საკითხები სთ. რაოდენობა თემის ბოლოს მისაღწევი შედეგები რესურსები

1. ორსვლიანი საშამათო მაგალითები 4 სთ მოსწავლეს შეუძლია ტაქტიკური ხერხების გამოყენება ჭადრაკის დაფა,კომპიუტერი
2. შამათისაგან თავის დაცვა 4 სთ ლოგიკური აზროვნების გამომჟღავნება ჭადრაკის დაფა,კომპიუტერი
3. პატი 2 სთ მაგალითების გამოყვანა პატის თემაზე ჭადრაკის დაფა
4. ყაიმი 2 სთ მოსწავლემ შეზლოს მაგალითების გაკეთება მუდმივი ქიშით ჭადრაკის დაფა,კომპიუტერი
5. იტალიური პარტია,ჯოაკინო გრეკოს ვარიანტი 4 სთ მოსწავლემ უნდა შეძლოს დებიუტის გამოყენება თამაშის დრო ჭადრაკის დაფა
6. ევანსის გამბიტი იტალიურ პარტიაში 2 სთ მოსწავლემ უნდა შეძლოს დებიუტის გამოყენება თამაშის დრო ჭადრაკის დაფა
7. ღია დებიუტების სამაგალითო პარტიები 4 სთ მ,ოსწავლეს შეუძლია პარტიის ანალიზის გაკეთება ჭადრაკის დაფა
8. დებიუტების გამოყენება პრაქტიკაში 4 სთ ტურნირზე სადებიუტო პრინციპების გამოყენება ჭადრაკის დაფა
9. ენდშპილის ელემენტები 2 სთ მოსწავლეს უნდა შეეძლოს კვადრატის წესის გამოყენება ჭადრაკის დაფა
10. ოპოზიცია 2 სთ მოსწავლეს უნდა შეეძლოს ოპოზიციის სახეების გაჩევა ჭადრაკის დაფა
11. სამკუთხედის წესი 2 სთ ხაზობრივი აზროვნების გამოვლენა ჭადრაკის დაფა
12 პაიკთა გარღვევა 2სთ ლოგიკური აზროვნების უნარი ჭადრაკის დაფა
13. დიდოსტატების ნათამაშები პარტიების ანალიზი 1 სთ ლოგიკური აზროვნების უნარი ჭადრაკის დაფა

IVკლასი

სახელმძღვანელოს ავტორი: .გურგენიძე, .მაჭარაშვილიჭადრაკი“ IIდონე

გამომცემლობასაქართველოს მაცნე

36 საათი

..IV.1 მოსწავლეს შეუძლია ძირითადი თეორიული პოზიციების არსის ახსნა და ამძალათათანაფარდობისამოცანებისამოხსნა.

..IV.2. მოსწავლეს შეუძლია 3 სვლიანი ამოცანებისა და ეტიუდების ამოხსნა.

..IV.3. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკვალიფიკაციო ტურნირებში III-II თანრიგზე.

თემა და მასში შემავალი საკითხები სთ. რაოდენობა თემის ბოლოს მისაღწევი შედეგები რესურსები
1. სამსვლიანი საშამათო მაგალითების ამოხსნა 5 სთ მოსწავლეს აქვს უნარი საჭადრაკო დაფაზე სწორად დაგეგმოს მოგების გზები საჭადრაკო დაფა ,კომპიუტერი
2. ენდშპილი ეტლი პაიკების წინააღმდეგ 4 სთ მოსწავლეს შეუძლია ძირითადი თეორიული პოზიციების არსის ახსნა და ამ ძალათა თანაფარდობის ამოცანების ამოხსნა. საჭადრაკო დაფა ,კომპიუტერი
3. ეტლებისენდშპილებისთეორიულიპოზიციები ძალათაკლასიკურითანაფარდობა 3სთ მოსწავლეს შეუძლია ძირითადი თეორიული პოზიციების არსის ახსნა და ამ ძალათა თანაფარდობის ამოცანების ამოხსნა. საჭადრაკო დაფა ,კომპიუტერი
5. ტურნირში მონაწილეობა 6 სთ მოსწავლემ უნდა შეძლოს ტაქტიკური ხერხების გამოყენება პრაქტიკაში ჭადრაკის დაფა
4. ცნობილი დიდოსტატების პარტიების გარჩევა 4 სთ ანალიზის გაკეთება პარტიის დროს საჭადრაკო დაფა ,კომპიუტერი
5. ჭადრაკი და მათემატიკა 2 სთ რვა ლაზიერის ამოცანის ჩვენება საჭადრაკო დაფა ,კომპიუტერი
6. ამოცანების ამოხსნის კონკურსი 6 სთ ანალიტიკური აზროვნების უნარი საჭადრაკო დაფა
7. გამბიტური დებიუტების ჩვენება 2სთ დებიუტების გამოყენება პრაქტიკაში საჭადრაკო დაფა
8. საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობა 2სთ ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენება

გაკვეთილების განრიგი
Top