შპს "ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი"

ლიტერატურულ სალონ ,,ქიმერიონის“ ატრიბუტიკა

ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ქართული ენისა და ლიტერატურის

კათედრასთან არსებული კლუბი

კლუბის სახელწოდება : ,,ქიმერიონი“

კლუბის  სლოგანი: ,,ლიტერატურა სასარგებლოა, თუ ჩვენ ვფლობთ მას!’’

კლუბის ემბლემა:


ლიტერატურული კლუბი ,,ქიმერიონი’’ შეიქმნა ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრასთან. კლუბში გაწევრიანება ნებაყოფლობითია და მისი წევრი შეიძლება გახდეს ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მე-7_ მე-12 კლასების ყველა მსურველი მოსწავლე, რომელსაც უყვარს ლიტერატურა და დაინტერესებულია გაეცნოს ლიტერატურულ-შემოქმედებით სიახლეებს.

კლუბის მიზანია მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება და ლიტერატურული გემოვნების დახვეწა. ასევე მათში განსჯისა და აზროვნების უნარის გამომუშავება, სკოლაში შემოქმედებითი გარემოს შექმნა, ლიტერატურის სწავლა-სწავლების ეფექტურობის გაზრდა და ამ მიმართულებით მოსწავლეთა გააქტიურებისათვის ხელშეწყობა.

კლუბი ფუნქციონირებას იწყებს 2018  წლის ოქტომბერში. წევრები შეიკრიბებიან თვეში ორჯერ, ერთი სამუშაო შეხვედრა გაგრძელდება 2 აკადემიური საათი. სალონური მუშაობა კი _ სასწავლო წლის დასასრულამდე.

კლუბის ხელმძღვანელი: ქეთი ყურაშვილი

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი,

კათედრის ხელმძღვანელი

გაკვეთილების განრიგი
Top