შპს "ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი"

ლიტერატურულ სალონ ,,ქიმერიონის’’ დ ე ბ უ ლ ე ბ ა

დამტკიცებულია: სკოლა-ლიცეუმის დირექტორის

ბრძანებით N6/149 (02.11.2016წ.)

ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი

ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრასთან არსებულ ლიტერატურულ კლუბ  ,,ქიმერიონის’’

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

მუხლი 1. დებულებით რეგულირებული ურთიერთობები

წინამდებარე დებულება განსაზღვრავს ლიტერატურულ კლუბ,,ქიმერიონის’’

ძირითად პრინციპებს, საქმიანობის მიმართულებებს, კლუბის ლიდერის, ხელმძღვანელის, წევრის უფლება-მოვალეობებს, ასევე ლიტერატურული კლუბის საქმიანობის სფეროსა და შედეგებს.

მუხლი2. ლიტერატურული კლუბის მიზნები და ამოცანები

ლიტერატურული სალონის მთავარი მიზნებია:

  • 1.მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება და ლიტერატურული გემოვნების დახვეწა.
  • 2. მოსწავლეებში კითხვისა და აზროვნების, განსჯისა და წვდომის უნარ-ჩვევის გამომუშავება.
  • 3.მოსწავლეების გააქტიურება და მათი მონაწილეობა ლიტერატურული სიახლეების, ლიტერატურული ცხოვრების პროცესში.
  • 4.სკოლაში კრეატიული, შემოქმედებითი გარემოს შექმნა.
  • 5.ლიტერატურის სწავლა-სწავლების ეფექტურობის გაზრდა და ამ მიმართულებით მოსწავლეთა გააქტიურებისათვის ხელშეწყობა.

მუხლი 3. ლიტერატურული კლუბის ფუნქციები:

  • 1.სკოლაში ლიტერატურის სწავლა-სწავლებასთან დაკავშირებული აქტივობების ინიცირება და განხორციელება.
  • 2.სხვადასხვა სასკოლო და სკოლისგარეშე ღონისძიების დაგეგმვა და განხორციელებისათვის ხელშეწყობა.
  • 3.მოსწავლეების ჩართვა ლიტერატურულ პროცესებში.
  • 4.მოსწავლეების მიერ სხვადასხვა აქტივობის დაგაგმვა-განხორცელება, შეხვედრების, კონფერენციების, განხილვების ორგანიზება.
  • 5. ლიტერატურის სწავლისა და მასთან დაკავშირებულ პროექტებში მონაწილეობის წახალისება.

მუხლი 4. ლიტერატურული  კლუბის წევრობა

1.ლიტერატურული კლუბის წევრი შეიძლება გახდეს მოსწავლე, რომელიც

გამოთქვამს გაწევრიანების სურვილს, იზიარებს კლუბის მიზნებს, წარმოადგენს

საკუთარ ხედვებსა და წინადადებებს კლუბის  საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით.

2. წევრობა არის ნებაყოფლობითი და კლუბის წევრი იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა კლუბის წევრიც.

3. ლიტერატურული კლუბის წევრობის მსურველი ვალდებულია

წარმოადგინოს საკუთარი ხედვა, მოსაზრება ლიტერატურასთან დაკავშირებულ საკითხზე, მოამზადოს საინტერესო პროექტი, გამოიჩინოს ინიციატივა.

ლიტერატურული კლუბის წევრს უფლება აქვს:

ა) მონაწილეობდეს სამუშაო შეხვედრების დაგაგმვაში

ბ) მონაწილეობდეს კლუბის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში

გ) ფლობდეს ინფორმაციას კლუბის ლიდერის ან წევრისაგან სალონის საქმიანობის შესახებ.

დ) ისარგებლოს კლუბის სახელით საჭიროების შემთხვევაში

კლუბის წევრი მოვალეა:

ა) დაიცვას კლუბის დებულება და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

ბ) გაუფრთხილდეს კლუბის  ღირსებასა და ავტორიტეტს.

გ) აქტიური მონაწილეობა მიიღოს კლუბის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში და

საკუთარი წვლილი შეიტანოს მის ეფექტურ ფუნქციონირებაში.

მუხლი 5. ლიტერატურული კლუბის ლიდერი

ლიდერი აირჩევა ფარული კენჭისყრის საფუძველზე,მისი კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს კლუბის ხელმძღვანელსა და წევრებს. ლიდერის უფლებამოსილება იწყება არჩევის მომენტიდან და გრძელდება ახალი ლიდერის არჩევამდე.

ლიდერის შერჩევა ხდება ყოველწლიურად, შესაძლებელია კონკურსის საფუძველზეც.

კლუბის ლიდერი:

ა) წარმართავს საქმიანობას

ბ) უძღვება დაგეგმილ ღონისძიებებს, შეხვედრებს

გ) წევრებთან ერთად ქმნის სამუშაო გეგმას

დ) ითვალისწინებს წევრების მოსაზრებებს, წინადადებებს

ე) წევრებთან ერთად გეგმავს და განსაზღვრავს საჭიროებებს

ვ) თანამშრომლობდეს სკოლის ადმინისტრაციასთან, პედაგოგებთან

ზ) უზრუნველყოფდეს სტუმრების მოწვევის, შეხვედრების, ღონისძიებებისა და

აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებას.

თ) თითოეული ღონისძიების დაგეგმვის შემდეგ მოამზადოს ანგარიში, დაურთოს

ფოტომასალას და წარუდგინოს კლუბის ხელმძღვანელს .

კლუბის  ხელმძღვანელობა

კლუბის  ხელმძღვანელობს პედაგოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ერთ-ერთი წევრი, რომელიც ირჩევა კათედრის სხდომაზე ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში.

ხელმძღვანელი მიმართულებას აძლევს და ხელს უწყობს კლუბის მუშაობას.

ზრუნავს კლუბის საქმიანობის ეფექტური მუშაობისა და წახალისებისათვის.

კლუბის სამუშაო პერიოდი

ა) კლუბის სამუშაო პერიოდი ემთხვევა სასწავლო სემესტრებს( საზაფხულო ბანაკის შემთხვევაში --არდადეგები)

ბ) კლუბის იკრიბება თვეში ერთხელ, წინასწარ შერჩეული თარიღის მიხედვით, ასევე საჭიროებისამებრ.

გ) კლუბის მუშაობას იწყებს საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ,

საჭიროებისამებრ იკრიბება შაბათ- კვირას.

გაკვეთილების განრიგი
Top