შპს "ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი"

ნორჩ მკითხველთა კლუბ ,,ასფურცელას“ წესდება

დამტკიცებულია: სკოლის დირექტორის

#---- ბრძანებით (--- ---- 2018-19წ.)

ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის
დაწყებითი საფეხურის (I- IV) კლასების კათედრასთან არსებული

ნორჩ მკითხველთა კლუბი ,,ასფურცელა“


წესდება

მუხლი 1. დებულებით რეგულირებული ურთიერთობები

წინამდებარე დებულება განსაზღვრავს მკითხველთა კლუბ ,,ასფურცელას“’ ძირითად პრინციპებს, საქმიანობის მიმართულებებს, კლუბის ხელმძღვანელის, წევრის უფლება-მოვალეობებს.

მუხლი2. მკითხველთა კლუბის მიზნები და ამოცანები

მკითხველთა კლუბის მთავარი მიზნებია:

1.მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება.

2.მშობლიურ და მსოფლიო ლიტერატურასთან ზიარება.

3.კულტურათაშორისი კავშირების ძიება,კულტურათა დიალოგი.

4. კითხვისა და კრიტიკული აზროვნების, განსჯისა და წვდომის უნარ-ჩვევის გამომუშავება.

5.მოსწავლეთა აქტიურ მკითხველად ჩამოყალიბება

6.ზეპირმეტყველების ,აზრის გამოხატვის უნარ-ჩვევების, მოსმენის კულტურის,სოციალური კომუნიკაციის უნარების განვითარება.

7.ინფორმაციისა და საკუთარი აზრის წერილობითი გადმოცემის უნარის განვითარება.

8.ინდივიდუალური შემოქმედებითი უნარის გამოვლენა- განვითარება.

მუხლი 3. მკითხველთა კლუბის ფუნქციები:

1. მოსწავლეთა მიერ ნაირგვარი წერილობითი ტექსტის წაკითხვა. მათში მოცემული ინფორმაციის გაგება ,გააზრება და გამოყენება.

2.სხვადასხვა აქტივობის დაგაგმვა-განხორცელება, შეხვედრების, წაკითხული ლიტერატურის განხილვების ორგანიზება.

3. ლიტერატურის სწავლისა და მასთან დაკავშირებულ პროექტებში მონაწილეობის წახალისება.

მუხლი 4. მკითხველთა კლუბის წევრობა

1.მკითხველთა კლუბის წევრი შეიძლება გახდეს მოსწავლე,(მათ შორის სხვა საჯარო ,თუ კერძო სკოლის) რომელიც გამოთქვამს გაწევრიანების სურვილს.

2. წევრობა არის ნებაყოფლობითი და მკითხველთა კლუბის წევრი იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა კლუბის წევრიც.

მკითხველთა კლუბის წევრს უფლება აქვს:

ა) მონაწილეობდეს მკითველთა კლუბის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში

ბ) ისარგებლოს მკითხველთა კლუბის ყველა რესურსით.

მკითხველთა კლუბის ხელმძღვანელობა

მკითხველთა კლუბს ხელმძღვანელობს პედაგოგი, დაწყებითი საფეხურის კათედრის ერთ-ერთი წევრი, რომელიც გამოხატავს ინიციატივას, მზადყოფნას საკლუბო მუშაობის წარმართვისა და წარმოადგენს განაცხადსა და სამოქმედო გეგმას.

ხელმძღვანელი მიმართულებას აძლევს და წარმართავს საკლუბო მუშაობას.

ზრუნავს მკითხველთა კლუბის საქმიანობისა და ეფექტური მუშაობისათვის.

კლუბის სამუშაო პერიოდი

ა) კლუბის სამუშაო პერიოდი ემთხვევა სასწავლო სემესტრებს (საზაფხულო ბანაკის შემთხვევაში--არდადეგები)

ბ) კლუბი იკრიბება კვირაში ერთხელ, ასევე საჭიროებისამებრ შაბათ-კვირას.

გ) კლუბი მუშაობას იწყებს საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ,

კლუბის კურატორი: ნინო ელიაშვილი

გაკვეთილების განრიგი
Top