შპს "ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი"

2018-19 სასწავლო წლის სამუშაო კალენდარი

სასწავლო წელი იწყება 17 სექტემბერს და სრულდება 14 ივნისს.

I სემესტრის ბოლოს - ზამთრის არდადეგები დაიწყება 2018 წლის 31 დეკემბრიდან და გაგრძელდება 2019 წლის 14 იანვრის ჩათვლით.

II სემესტრის განმავლობაში: საგაზაფხულო არდადეგები იწყება 8 მარტს და მთავრდება 14 მარტს. სააღდგომო არდადეგები იწყება 26 აპრილს და მთავრდება 29 აპრილს.

I კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი დასრულდება 2019 წლის 27 მაისს.

XII კლასელთათვის - 20 მაისს, II-XIკლასის მოსწავლეებისათვის 2019 წლის 14 ივნისს.

სასწავლო დღეების ხანგრძლივობა I კლასში მოიცავს-161 სასწავლო დღეს (I სემესტრი-75 დღეს, II სემესტრი-86 დღე). XII კლასში-156 სასწავლო დღეს (I სემესტრი-75 დღე,II სემესტრი - 81 დღე), I და XII კლასებისთვის სასწავლო კვირების ხანგრძლივობა არ არის 33 კვირაზე ნაკლები.

II-XI კლასებში -175 სასწავლო დღეს (I სემესტრი-75 დღე, II სემესტრი- 100 დღე). ერთი აკადემიური წლის მანძილზე II-XI კლასებისთვის სასწავლო კვირების ხანგრძლივობა არ არის 34 კვირაზე ნაკლები.

სკოლა მუშაობას იწყებს დილის 9:00საათზე. ტექნიკური პერსონალი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პედაგოგები ვალდებულნი არიან პირველი გაკვეთილის დაწყებამდე 15წუთით ადრე გამოცხადდნენ სკოლაში. ყველა დამრიგებელი ვალდებულია ზარის დარეკვამდე იმყოფებოდეს სადამრიგებლო კლასში. დაგვიანება ჩაითვლება დისციპლინურ გადაცდომად.

გაკვეთილების ხანგრძლივობა პირველ კლასებში განისაზღვრება35 წუთით,მეორე კლასში 40 წუთით, ხოლო სხვა დანარჩენი კლასებისათვის 45წუთით, დასვენება – 5/10 წუთით,დიდი დასვენება –20 წუთით.

არდადეგები:

  • საშობაო არდადეგები - 31.12.2018 -14.01.2019 წწ;.
  • საგაზაფხულო არდადეგები - 08.03.2018-14.03.2019 წწ.; 
  • სააღდგომო არდადეგები -26.04.2018 - 29.04.2019 წწ.

დასვენების დღეები:

  • 23.11.2018- გიორგობა;
  • 19.01.2019- ნათლისღების დღესასწაული;
  • 08.03.2019- ქალთა საერთაშორისო დღე;
  • 09.04.2019- საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის და სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნის დღე;
  • 09.05.2019- ფაშიზმზე გამარჯვების დღე.
Top