პირველკლასელთა მიღების, სწავლის ღირებულებისა და შეღავათების შესახებ
ქ. ქუთაისის შპს ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი აცხადებს პირველკლასელთა მიღებას 2018-2019 სასწავლო წლისათვის. მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო ამა წლის 15 მარტს.
პირველ კლასში მიიღებიან ის მოსწავლეები, რომლებიც 6 წელს შეასრულებენ სწავლის დაწყებამდე.
გაცნობებთ, რომ 2018-2019 სასწავლო წლისათვის სწავლის გადასახადი I-IV კლასის მოსწავლეთათვის განისაზღვრა 2500 ლარის ოდენობით.
სწავლის შეღავათები/ფასდაკლებები განისაზღვრება შემდეგნაირად:
- ორი დედმამიშვილებისათვის გათვალისწინებულია ფასდაკლება 10%-ით.
- სამი დედმამიშვილებისათვის გათვალისწინებულია ფასდაკლება 15%-ით.
- სკოლა-ლიცეუმთან არსებული მოსამზადებელი ჯგუფიდან პირველკლასში ჩარიცხული მოსწავლეებისათვის გათვალისწინებულია ფასდაკლება 10%-ით.
ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში სასწავლო პროცესის ხანგრძლივობა განისაზღვრება 9.00 საათიდან 16.00 საათამდე. 14.00 საათიდან 16.00 საათამდე მოსწავლეებს სკოლა სთავაზობს დამატებით საგანმანათლებლო მომსახურეობას__შესწავლილი მასალის განმტკიცებას, საშინაო დავალებების შესრულებას. 16.00 საათიდან 18.00 საათამდე ფუნქციონირებს დამატებით გახანგრძლივებული ფასიანი ჯგუფი (სწავლის ღირებულებაში, რომელის განისაზღვრება 30 ლარის ოდენობით შედის კვება).
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ სკოლის ადმინისტრაციას.
მის.: ირაკლი აბაშიძის #22. ტელ.: 593 161667; 551 144336;