შპს "ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი"

ნიკო ნიკოლაძე

  ნიკო ნიკოლაძე - მოკლე ბიოგრაფიული ექსკურსი

  დიდი ეროვნული მოღვაწე და ქართული კულტურის საუკეთესო წარმომადგენელი ნიკო იაკობის ძე ნიკოლაძე დაიბადა 1843 წლის 27 სექტემბერს ქ. ქუთაისში, იაკობ ნიკოლაძისა და ელისაბედ ლორთქიფანიძის ოჯახში.
   პატარა ნიკო მშობლებმა შეიყვანეს ქუთაისის გიმნაზიაში, რომელიც დაამთავრა 1860წელს. ამავე წელს ჟურნალ ,,ცისკარში" გამოქვეყნდა მისი პირველი წერილები. 1861წელს ნიკო ნიკოლაძე ჩაირიცხა სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. იგი აქტიურად მონაწილეობდა 1861წელს გამართულ სტუდენტთა გამოსვლებში. 1862წელს ჟურნალ ,,ისკრაში" დაიბეჭდა მისი მხატვრული ნარკვევი ,,პეტერბურგის მხარეზე", რომელშიც აღწერილია სტუდენტთა ცხოვრება. პეტერბურგში ნიკო ნიკოლაძე გაზეთ ,,ნაროდნოე ბოგატსტვოს" რედაქტორობდა. 1864 წელს ჟურნალ ,,სოვრემენიკში" გამოქვეყნდა მისი ნარკვევი ,,პროვინციული სურათები".ამავე წელს იგი სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა საზღვარგარეთ. 1867წელს ჟენევაში ლ. მეჩნიკოვთან ერთად დააარსა ჟურნალი ,,სოვრენნოსტი", რომელშიც დაიბეჭდა ნიკოლაძის ცნობილი სტატიები. 1868წელს დაამთავრა ციურიხის უნივერსიტეტი და დაიცვა დისერტაცია თემაზე ,,განიარაღება და მისი ეკონომიკური და სოციალური შედეგები", რისთვისაც მიენიჭა ციურიხის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი. 1866წელს ნიკო ნიკოლაძემ  ფრანგულ ენაზე გამოსცა თავისი პირველი წიგნი ,,მთავრობა და ახალი თაობა". 

   1870წელს იგი ქუთაისში დაბრუნდა.
   1871წლიდან ნიკო ნიკოლაძე სათავეში ჩაუდგა ჯურნალ ,,კრებულს",რომელშიც გამოაქვეყნა საპროგრამო ხასიათის სტატიები პოლიტიკურ და ლიტერატურულ საკითხებზე. 
    1873წელს ტყიბულის ქვანახშირის საქმეების მოსაგვარებლად პარიზში გაემგზავრა. ამავე წლის 1 აპრილიდან პარიზშივე დაიწყო გაზეთი ,,დროშის" გამოცემა. 1873წელს ნიკო ნიკოლაძე საქართველოში დაბრუნდა და დაიწყო ლიტერატურულ-საზოგადოებრივი მოღვაწეობა, თანამშრომლობდა გაზეთ ,,დროებასა"  და  ჟურნალ  ,,კრებულში". 1878 წლიდან გამოსცემდა გაზეთ ,,ობზორს". 1886წლიდან მეორე დასის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. 1887-1891წლებში თბილისში რედაქტორობდა გაზეთ ,,ნოვოე ობოზრენიეს",თანამშრომლობდა ჟურნალ ,,მოამბეში".1894-1912წლებში არჩეული იყო ფოთის ქალაქის თავად. აღნიშნულ წლებში ეს პატარა ქალაქი გადაიქცა მნიშვნელოვან საპორტო და სავაჭრო ცენტრად. მას აგრეთვე დიდი წვლილი მიუძღვის რკინიგზის გაფართოებაში. 
     1920წელს ნიკო ნიკოლაძე, როგორც ჭიათურის მანგანუმის საექსპორტო საზოგადოების დელეგაციის მეთაური, საზღვარგარეთ გაემგზავრა. 
     ნიკო ნიკოლაძემ დიდი როლი შეასრულა ქართული ლიტერატურული კრიტიკის განვითარებაშიც.
     ნიკო ნიკოლაძე გარდაიცვალა 1928წელს. ის დაკრძალულია მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. 
     ქართველი ერი არასოდეს დაივიწყებს ნიკო ნიკოლაძის დიდ ღვაწლსა და ამაგს მშობლიური ქვეყნის, მისი ისტორიისა და ქართველი საზოგადოების წინაშე. 
    ,,რა უბედურება იქნებოდა ჩვენი ქვეყნისათვის, რომ ქართლელმა,კახელა,იმერელმა ოდესმე ქართველობა ითაკილონ და თავიანთი თავი ქართლელობით, კახელობით, იმერლობით მოიწონონ. ხალხის ამგვარ ხასიათს მამულის ნამდვილი სიკვდილი და მიწასთან გასწორება მოსდევს . . . " ,,იმეცადინეთ, იშრომეთ, რაც გინდათ, ოღონდ თქვენი მამული გიყვარდეთ," - წერდა დიდი მოღვაწე.  
გაკვეთილების განრიგი
Top