შპს "ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი"

მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX)

ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ მომავალ ლიდერთა გაცვლით პროგრამაში (FLEX), ამის დასტურია სხვადასხვა წლებში ოთხი გამარჯვებული მოსწავლე. 

2017 წლის 14 მარტს საქართველოს მასშტაბით გამოვლინდნენ გამარჯვებულები. სკოლა-ლიცეუმის X კლასის მოსწავლემ, სერგი ყურაშვილმა, წარმატებით გადალახა პროექტის ყველა საფეხური და მიემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთი წლით სასწავლებლად.
სერგის შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ამერიკის კულტურას, ამასთანავე მას უდიდესი მისია აქვს იყოს საქართველოს დესპანი ამ დიდ ქვეყანაში.
ვულოცავთ სერგის, მის ოჯახს, პედაგოგებსა და ყველა იმ ადამიანს ვინც ჩვენ გვგულშემატკივრობს, თვალს გვადევნებს და უხარია ჩვენი წარმატება.

გაკვეთილების განრიგი
Top