შპს "ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი"

კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ დაჯილდოება

მიმდინარე წლის 11 ნოემბერს „თიბისი“ ბანკის ცენტრალური ოფისის საგამოფენო დარბაზში მოსწავლე-გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ ფინალური ეტაპი გაიმართა. გამოვლინდნენ გრანპრის, პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები. კონკურსი ხორციელდება 2010 წლიდან შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით.

ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა ლიცეუმის XII კლასის მოსწავლე მარია ერაძემ, ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგ სოფიო გაჩეჩილაძის ხელმძღვანელობით, წარადგინა პროექტი __ ახალი თაობის ,,ცოცხალი საკვების“ შემუშავება საქართველოს სანედლეულო რესურსების რაციონალური გამოყენებით. პროექტმა მოიპოვა I ადგილი და დაჯილდოვდა 5 000 ლარით. გამარჯვებულები ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრებიან მსოფლიოში უდიდესი კონკურსის __ ინტელის საერთაშორისო საინჟინრო გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად.

ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებას.

გაკვეთილების დაწყება-დამთავრების განრიგი
Top